„დიდი შვიდეული“ - რუსეთმა უკრაინას, მიყენებული ზიანის გამო, 486 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით გამოწვეული ზარალი უნდა აუნაზღაუროს, რაც, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 486 მილიარდი აშშ დოლარს აღემატება, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც იტალიაში გამართული ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რაც უკრაინას მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ აგრძელებენ ყველა შესაძლო კანონიერი გზის განხილვას, რათა აიძულონ რუსეთი, უკრაინას მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.

„მტკიცედ ვართ გადაწყვეტილი, გავაქარწყლოთ ყოველგვარი მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დრო რუსეთის მხარეზეა, რომ [უკრაინის] ინფრასტრუქტურისა და საარსებო საშუალებების განადგურებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება რუსეთისთვის, ან რომ რუსეთს შეუძლია გაიმარჯვოს უკრაინის ეკონომიკური მარცხის გამოწვევით“, - ნათქვამია კომუნიკეში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ გახანგრძლივებული თავდაცვის პირობებში, უკრაინის ამჟამინდელი და მომავალი საჭიროებების მხარდაჭერის მიზნით, „დიდი შვიდეული“ საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) სესხების ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე, უკრაინისთვის, დაახლოებით, 50 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა