BTU-ს კვლევითმა ცენტრმა „წლის მეცნიერი“ გამოავლინა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა, სამეცნიერო კვლევებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, „წლის მეცნიერი“ გამოავლინა. სამეცნიერო პრემიის ლაურეატის წოდება, ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო BTU-ს აფილირებულ პროფესორს და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს ხათუნა ბურკაძეს გადაეცა.

სამეცნიერო პრემია გაიცემა ინოვაციებისა და ციფრული ტრანფორმაციების დარგში - აკადემიური წლის განმავლობაში, მეცნიერის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოქვეყნებული ნაშრომებისა და სხვადასხვა აქტივობების შეფასების შემდეგ. სპეციალურად შექმნილი მეცნიერთა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუციებს წარმოადგენს. მათ მიერ შეფასებული კანდიდატის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმებს. ესენია: მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა და ხარისხი, გამოქვეყნებული პუბლიკაციების რეიტინგი, კვლევების ციტირების ინდექსები. ასევე – კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი და სხვა.

უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული „წლის მეცნიერის ჯილდოს’’ მიზანია სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია, მათი სტიმულირება და უნივერსიტეტის მკვლევართა ღვაწლის აღიარება და დაფასება.

2008 წლიდან ხათუნა ბურკაძე ინოვაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე ახორციელებს კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ციფრული გარდაქმნის პროცესის სტრატეგიული, ეთიკური, სამართლებრივი ჩარჩოს მახასიათებლების იდენტიფიცირებასა და საჯარო მმართველობის საკვანძო მიმართულებებით ინოვაციური მიდგომების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას. ამასთან, თანმდევი გამოწვევების გაანალიზების თვალსაზრისით, ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT), ფულბრაიტის სტიპენდიის ფარგლებში, ხელმძღვანელობდა კვლევას კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. კვლევის მიგნებების გარკვეული ნაწილი გამოქვეყნდა MIT-ის მიერ. გარდა ამისა, ხათუნა ბურკაძემ განახორციელა კვლევა ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიულ, ეთიკურ და სამართლებრივ ჩარჩოზე. მისი ნაშრომი ციფრული გარდაქმნის საერთაშორისო ტენდენციებზე შეტანილია გაერო-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში, ხოლო განმარტებები დიპლომატიის ორი ახალი სახის: ციფრული და კიბერ დიპლომატიის შესახებ „ფლეტჩერ ფორუმმა“ 21-ე საუკუნის დიპლომატიის რუბრიკაში შეიტანა. ასევე, ის აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხებზე განათლების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების, განხორციელების მიმართულებებით. იგი თანაავტორია „ხელოვნური ინტელექტის საქართველოს ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპების“.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა