გზების დეპარტამენტი - 18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა ერთ ზოლზე განხორციელდება

18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა ერთ ზოლზე განხორციელდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროვება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს