ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მათგან მოისმინა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევები.

„შეხვედრის მონაწილეების მიერ ყურადღება გამახვილდა კომუნალური კომპანიების მხრიდან სისტემური დარღვევების შესახებ.

ნინო გულეიშვილის ინიციატივით, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კომუნალური კომპანიების მონიტორინგის მიზნით, დაიგეგმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხმარებელთა ინტერესების დამცველის წარმომადგენლის ყოველკვირეული ვიზიტი. იგი ადგილზე გაეცნობა მომხმარებლების პრობლემებს, გაუწევს სამართლებრივ კონსულტაციებს და დაეხმარება მათ კომუნალურ კომპანიებთან არსებული პრობლემების მოგვარებაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს