პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის თემაზე „მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“ სასწავლო პროგრამა დაიწყო

სირაკუზას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის, თემაზე „მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“ საპილოტე სასწავლო პროგრამა დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, სირაკუზას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჟან-ფრანსუა ტონიმ, სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა ფილიპო მუსკამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ მიიღეს.

„ტრენინგში პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებთან ერთად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ.

სასწავლო კურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, თეორიული საფეხურის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ომის დანაშაულის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, გენოციდისა და აგრესიის განმარტებები და ფარგლები; ისტორიული კონტექსტი და საერთაშორისო სისხლის სამართლის ევოლუცია; ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიების საფუძვლები და გამოწვევები; მსხვერპლთა უფლებების დაცვა; საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩო და მასთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგის მეორე ეტაპი აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე მტკიცებულებათა შეგროვებასა და ანალიზს შეეხება. სესიებს ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან საერთაშორისო სამართლის აღიარებული ექსპერტები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია