პეტრე ცისკარიშვილი - პერსონალურად ვინ დასანქცირდება, ვის ვიზა არ ექნება, ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენს გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი - არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი, ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ სახლში

პერსონალურად ვინ დასანქცირდება, ვის ვიზა არ ექნება და ა.შ. ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენს გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი. არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი, ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ სახლში და ხალხის მიერ უკვე არჩეული ვექტორი - დასავლური ინტეგრაცია უნდა დავაბრუნოთ დღის წესრიგში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები აშშ-ს მხრიდან მიზეზშედეგობრივია და ტყუილად არავის არაფერი არ დაუწესებია.

„შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა. ის დახმარების ხელს უწვდიდა ჩვენს სახელმწიფოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამის გარდა, შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ რეჟიმის ცვლილებისთანავე გაცილებით უფრო გააღრმავებს ურთიერთობას საქართველოსთან, გაღრმავებაში ვგულისხმობ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, თავისუფალ ვაჭრობას, თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, უვიზო მიმოსვლას, უსაფრთხოების საკითხებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, ასე რომ შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო მჭიდრო და ღრმა სტრატეგიული ურთიერთობები შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ეს რეჟიმი ძირს უთხრის ამ ურთიერთობებს, არა მხოლოდ საქართველოს შიგნით დემოკრატიულ ფასეულობებს, ინსტიტუციებს, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი საგარეო ვექტორის პრიორიტეტებს, როგორიც არის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია და შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ჩვენი მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები.

პერსონალურად ვინ დასანქცირდება, ვინ იმოგზაურებს, ვის ვიზა ექნება, ვინ ჩავა, ვინ ვერ ჩავა, ეს ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. აქედან გამომდინარე, სულ ოთხი თვე რჩება არჩევნებამდე, ეს რეჟიმი უნდა მოვაშოროთ, უნდა გავუშვათ სახლებში, მათ უნდა დაასრულონ ძალაუფლებაში ყოფნა. საქართველოს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, განვითარების, დემოკრატიის გაღრმავების კუთხით, ასევე ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო ორიენტირების, ხალხის მიერ უკვე არჩეული - დასავლური ინტეგრაციის დაბრუნება ჩვენს დღის წესრიგში.

მიუხედავად დასავლეთის მოწოდებისა, ასი ათასობის ადამიანის პროტესტისა, „ოცნებამ“ მაინც მიიღო კანონი, რომელიც გვაშორებს ხალხის ურყევ ნებას - დასავლეთს და ეს სანქციები აშშ-ს მხრიდან არის მიზეზშედეგობრივი, ტყუილად არავის არაფერი არ დაუწესებია“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია