ალექსანდრე დარახველიძე - მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა რთული პროცესებისა და აქციების მართვა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა - იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის "გაშავებას" ისახავს მიზნად, მიუღებელია.

“მე ერთ რამეს ვიტყვი და საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის [ზვიად ხარაზიშვილის] მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია. ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს ახორციელებენ, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, ისინი იცავენ საოკუპაციო ხაზთან, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ეს მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის "გაშავებას" ისახავს მიზნად, მიუღებელია.

ჩვენ კონკრეტულ ჭორებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ. თუ კონკრეტული ინფორმაცია იქნება, ბუნებრივია, რეაქციაც შესაბამისი მოჰყვება”, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო