ჯორდან ბარდელას განცხადებით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარის ჯორდან ბარდელას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს.

„მსურს, რომ უკრაინას ფრონტის ხაზზე პოზიციების შესანარჩუნებლად საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ჰქონდეს, მაგრამ ჩემი წითელი ხაზი არ შეიცვლება, ეს არის იმ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლოა ესკალაცია მოჰყვეს“, - განაცხადა ჯორდან ბარდელამ.

ბარდელამ აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, იგი უკრაინისთვის ისეთი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს.

„ამიტომ, მე ისეთი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ან სხვა იარაღის გაგზავნას არ ვაპირებ, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება, ეს უკრაინის მხარდაჭერას და რეგიონში ესკალაციის ყველა რისკის თავიდან აცილებას ეხება და ვფიქრობ, რომ ესკალაციის რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს“, - აღნიშნა „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მისი ცენტრისტული ალიანსის დამარცხების შემდეგ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან