საქართველოს იუსტიციის სამინისტროში CIU-ს პროფესორ მინდია უგრეხელიძის „რჩეული ნაწერების“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის „რჩეული ნაწერების“ პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას CIU ავრცელებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, ასევე, აკადემიკოსები, კულტურის, სამეცნიერო და აკადემიური სფეროს მოღვაწეები და სხვა მიწვეული სტუმრები.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს განზრახული აქვს აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის სამეცნიერო შემოქმედებას მიუძღვნას რჩეული ნაწერების სერია, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი მონოგრაფიები თუ მონოგრაფიული სტატიები. ამჯერად მკითხველის სამსჯავროზე შემოთავაზებულია რუსულენოვანი ნაწილის ქართული თარგმანები.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის წარმომადგენელთა სამეცნიერო შემოქმედების გამოქვეყნება ხელს შეუწყობს ამ სკოლის მიღწევათა წარმოჩენას, იურისტთა დღევანდელ და მომავალ თაობებს დაანახებს, თუ რა კვალს ტოვებენ ისინი მეცნიერებისა და პრაქტიკის შემდგომ განვითარებაში.

წიგნში დაბეჭდილი ნაშრომების დიდი უმეტესობა საზღვარგარეთაა გამოცემული, ჩვენთან კი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. მათი უმრავლესობა თინათინ წერეთლისა და ვლადიმერ მაყაშვილის რეკომენდაციით გამოქვეყნდა.

აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის „რჩეულ ნაწერებში“ ასახული იდეები სცდება სისხლის სამართლის საკითხების წმინდა სამართლებრივი ანალიზის ფარგლებს, პრობლემები შესწავლილი და განხილულია სამართლის დოგმატიკის, პოლიტიკის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ეთიკის ფართო სპექტრში.

„რჩეული ნაწერები“ შეადგინა, რედაქციულად დაამუშავა, წინასიტყვაობა დაურთო და გამოსაცემად მოამზადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ.

წიგნი გამოქვეყნდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გამოჩენილი ქართველი იურისტების ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, თინათინ წერეთლისა და ვლადიმერ მაყაშვილის პორტრეტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა