თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობა “იპოდრომი უბეტონო მხარის” ერთ-ერთი აქტივისტის, თეონა რეხვიაშვილის თქმით, შეკრების მთავარი მიზანია, საკრებულოს მოსთხოვონ, თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი იპოდრომის ტყეს.

“დიდი ხანია ვაპროტესტებთ იმ სამუშაოებს, რაც იპოდრომზე მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მიიღო საკრებულომ, რაც იპოდრომის ტყის ზონალურ ცვლილებას შეეხებოდა - იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს და ეს ტერიტორია გაამზადეს სამშენებლოდ. როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დიდი კომპლექსი, ერთ-ერთი მათგანი იქნება, დაახლოებით 77-სართულიანი.

ჩვენი შეკრების მთავარი მიზანია, საკრებულოს მოვთხოვოთ თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ერთადერთ ტყეს, რომელიც შემორჩენილია ქალაქში და სამშენებლოდ გაამზადონ”, - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

თეონა რეხვიაშვილის თქმით, ამ დრომდე არგუმენტირებული პასუხი არ მიუღიათ, ამიტომ მოქალაქეები პროტესტს არ შეწყვეტენ.

“არგუმენტირებული პასუხები არ აქვთ. ჩვენ არც ვიცოდით, რომ ეს საკითხი საკრებულოში იყო შესული, ჩუმად გააკეთეს. ამბობენ იმას, რომ ჩვენ ვართ მავნებლები და ვეწინააღმდეგებით პარკის მშენებლობას”,- აღნიშნა მან.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს