ვიეტნამის პრეზიდენტი - საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება

საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა, ტო ლამმა ჰანოიში, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა.

„ვიეტნამი რუსეთის ფედერაციას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას ულოცავს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთში პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა ძლიერდება, ეკონომიკა აქტიურად ვითარდება, მოსახლეობის ცხოვრება უმჯობესდება, საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება“, - განუცხადა ტო ლამმა ვლადიმერ პუტინს.

ვიეტნამის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს „რუსეთის საპრეზიდენტო არჩევებში მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს იმ კურსის მიმართ, რომელსაც პუტინი ატარებს, მოსახლეობის მაღალ ნდობას ადასტურებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კურსი ძალიან სწორია და ძლიერი და წარმატებული რუსეთის შემდგომ გაძლიერებასა და განვითარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა ვიეტნამის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს