გურამ მაჭარაშვილი - ვაშაძე რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს კობახიძეს გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფა მიყენა აუტისტურ სპექტრს, რისთვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი

ვაშაძე რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს კობახიძეს გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფა მიყენა აუტისტურ სპექტრს, რისთვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს კომპლექსები აქვს.

„მე პირადად მივესალმები, რომ ვაშაძე იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით მისი რესურსი და მისი მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებაში. ის გახდება გაერთიანებული ოპოზიციის სახე. სახე ნგრევის, შეურაცხყოფის, უტიფრობის და ა.შ. მივესალმები, თუ ის იქნება გაერთიანებული ოპოზიციის პირველი ნომერი," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს