მამუკა ხაზარაძე - „გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა -  პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა

„გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია“.

„გავრილოვის ღამით" დაიწყო "ქართული ოცნების" ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა. ამას მოჰყვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, ანაკლიის მშენებლობის ჩაშლა, გაყალბებული არჩევნები, რუსული კანონი და ყველა დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა. 20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია.

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს საბჭოთა მმართველობა საქართველოში!“- წერს მამუკა ხაზარაძე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს