გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყიბულში ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში კომპანიის „ტყიბულის მთის ჩაი“ ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანია წარმოებული პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე 2024 წლის ბოლოდან გეგმავს. კომპანიის გეგმებშია საწარმოს ტერიტორიაზე ჩაის კულტურის ცენტრის შექმნაც.

შპს „ტყიბულის მთის ჩაი“ სოფლის განვითარების პროგრამების ბენეფიციარია, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიამ „ქართული მთის ჩაი“ 19,1 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია ჩატარდა, ხოლო ტექნიკური დახმარების პროგრამით მიღებული თანადაფინანსებით, ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დანერგა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 3,5 მლნ ლარით დაფინანსებულია 1,708 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია; მათ შორის, იმერეთის რეგიონში - 900 ჰექტარზე მეტ ფართობზე. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ჩაის გადამუშავების მიზნობრიობით 10, 1 მლნ ლარის ღირებულების 63 სესხია გაცემული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია