დავით უსუფაშვილი - ანაკლიასთან დაკავშირებით რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, დასავლური, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული?! - ეს შეეხება ვიზებსაც, ინვესტიციებსაც და სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვასაც

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, ამის შემდეგ საერთოდ დასავლური, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული?! ეს შეეხება ვიზებსაც, ინვესტიციებსაც და სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვასაც, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, „ხელისუფლება თავისი უგუნური პოლიტიკით“, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას საფრთხეს უქმნის.

„დღეს „ქართული ოცნების“ გამხმოვანებელმა მთავარმა ძალამ გვითხრა, მერე რაო, გაუქმდეს ყველაფერი, თუკი რამე პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან და დასავლეთთანო, ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყანასო. აი, ასე უგუნურად მიაქანებს ეს ხალხი ამ ქვეყანას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, ვინ შეუშვას საკუთარ ქვეყანაში და ვინ არა.

„ელჩი პასუხისმგებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე და თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ჩვენი ქვეყანა რომ არ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს