გიგი წერეთლის განცხადებით, დღეს აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, დღეს აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებების ქმედებების გამო, მოსმენაზე „საქართველო ერთ-ერთი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხდება ასეთი ავტორიტარული, რუსული ტიპის კანონების მიღება“.

„სწორედ, მსგავს კანონებს შემდგომში წინასაარჩევნო, თუ სხვა პერიოდებში, ოპონენტების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ იყენებენ.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამგვარი კანონების ადგილი არ არის და როდესაც ეს ხდება, ეს არის პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს