გურამ მაჭარაშვილი - როდესაც ხელის გადაგრეხის პრინციპი იწყება პარტნიორის მხრიდან, რა თქმა უნდა, შენ უნდა შეეწინააღმდეგო, რათა ეს ურთიერთობები გადაარჩინო

ჩვენი მხრიდან აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობები ისევ არის ძალაში, მაგრამ მხოლოდ პარტნიორულ ფორმატში - როდესაც ხელის გადაგრეხის პრინციპი იწყება პარტნიორის მხრიდან, რა თქმა უნდა, შენ უნდა შეეწინააღმდეგო, რათა ეს ურთიერთობები გადაარჩინო, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გადატვირთვა ნიშნავს იმას, როდესაც შენ შეგიძლია პარტნიორთან ურთიერთობები თავიდან დაიწყო და მას არა როგორც ვასალს ისე ესაუბრო, არამედ როგორც პარტნიორს.

„ჩვენ პირველად არასდროს არავისთვის გვითქვამს უარი პარტნიორობაზე და არც ერთ პროექტზე საერთოდ. როდესაც ხელის გადაგრეხის პრინციპი იწყება პარტნიორის მხრიდან, რა თქმა უნდა, შენ უნდა შეეწინააღმდეგო, რათა ეს ურთიერთობები გადაარჩინო. როგორ გგონიათ, ამ ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ჩვენ არ შეგვეძლო პირდაპირ გვეთქვა, რომ ასეთი ვასალური დამოკიდებულებები არსებობს და ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ ურთიერთობებს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მხრიდან პარტნიორული ურთიერთობები ისევ არის, რა თქმა უნდა, ძალაში, მაგრამ მხოლოდ პარტნიორულ ფორმატში. გადატვირთვა ნიშნავს იმას, როდესაც შენ შეგიძლია უკვე პარტნიორთან დაიწყო თავიდან ურთიერთობები. თავიდან ურთიერთობები ნიშნავს იმას, რომ არა როგორც ვასალს ისე ესაუბრო, არამედ როგორც პარტნიორს. დღეს ჩვენი ეს განცხადებები, ჩვენი ეს დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტაბებთან, ევროკავშირის გარკვეული თანამდებობის პირებთან ემსახურება ზუსტად იმას, რომ ჩვენ გვინდა ამ პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება. თუ მათაც ეს სურვილი გააჩნიათ, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ პარტნიორობაში შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და არა როგორც ვასალი," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა