თამარ გაბუნია - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით მოსარგებლე 30-მა ბავშვმა დაასრულა მკურნალობა და ჩვენს კლინიკებში აგრძელებენ მეთვალყურეობას - არის გეგმა, რომ ეტაპობრივად მეტი კლინიკა ჩაერთოს

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 30-მა ბავშვმა დაასრულა მკურნალობა და ჩვენს კლინიკებში აგრძელებენ მეთვალყურეობას - გვინდა საზღვარგარეთ სხვა კლინიკებსაც შევთავაზოთ თანამშრომლობა, მეტი კლინიკა ჩაერთოს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვების მკურნალობას 5.5 მილიონი ლარი დასჭირდა. ამასთან, განმარტავს, რომ ზოგჯერ არის ვითარება, როდესაც ბავშვს რაიმე ტიპის სპეციფიკური ჩარევა სჭირდება, რომლის შესაძლებლობა რომელიმე კონკრეტულ კლინიკაშია და რეფერალური დახმარების პროგრამიდან ხდება სერვისის დამატებითი ანაზღაურება.

„პროგრამა გასული წლის აგვისტოდან მუშაობს და 92 ბავშვია ჩართული. დღეს სამი ბავშვი დაემატა პროგრამას. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯამურად 5.5 მილიონი ლარი დასჭირდა ბავშვების მკურნალობას. ჩართულია 3 ქვეყნის 6 კლინიკა. პროგრამაში მონაწილე 6 კლინიკიდან 4 კლინიკა თურქეთშია, ასევე კლინიკებია ესპანეთში და ისრაელში. 30-მა ბავშვმა უკვე დაასრულა მკურნალობა და დაბრუნდა ჩვენთან, ადგილობრივ კლინიკებში აგრძელებენ მეთვალყურეობას. ბავშვების ნაწილი მკურნალობის პროცესშია. შეზღუდვა არ გვაქვს პროგრამაში ჩართვაზე, ვისაც სჭირდება უცხოეთში მკურნალობა დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით, ყველა ბავშვი ერთვება.

ვიდრე პროგრამაში ჩაერთვება ბავშვის შეფასებას საბჭო ატარებს, საერთაშორისო ექსპერტების მიერ შედგენილი, სადაც ქართველ დიასპორის ექიმებიც არიან ჩართულები. მათგან ვიღებთ რჩევებს, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში აჯობებს ბავშვის გაგზავნა პროგრამაში მონაწილე 6 კლინიკიდან. კლინიკებს სხვადასხვა სპეციფიკის სიმძიმის მართვის განსხვავებული რესურსი და შესაძლებლობა აქვთ

ვისაც სჭირდება პროტონული თერაპია სასურველია ესპანეთში გამგზავრება, ვისაც სჭირდება სტანდარტული ქიმიოთერაპია შეუძლიათ 5 კლინიკიდან რომელიმეში გაემგზავრონ. პროგრამის დაწყებისას 3 კლინიკა გვყავდა, შემდეგ გაფართოვდა კლინიკების ჩამონათვალი, სამომავლოდაც ვგეგმავთ, რომ უფრო მეტ კლინიკასთან ვითანამშრომლოთ. ზოგჯერ არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სჭირდება რაიმე ტიპის სპეციფიკური ჩარევა, რომლის შესაძლებლობა რომელიმე კონკრეტულ კლინიკაშია და რეფერალური დახმარების პროგრამიდან გვიწევს სერვისის დამატებითი ანაზღაურება.

გვაქვს გარკვეული სტატისტიკა, რა ტიპის პრობლემა შეიძლება შეგვხვდეს ისეთი, რაც პარტნიორ კლინიკებში ბოლომდე შეიძლება ვერ იმართოს, ამიტომ გვინდა სხვა კლინიკებსაც შევთავაზოთ თანამშრომლობა. არსებობს გეგმაა, რომ ეტაპობრივად მეტი კლინიკა იყოს ჩართული“, - აღნიშნა გაბუნიამ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა