„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო

„საქკაბელი“, როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, ინოვაციების დანერგვასა და საწარმოო ხაზის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი - ბრონირებული კაბელი წარადგინა.

ბრონირებულ NAYBY კაბელს გამძლეობა გამოარჩევს. წარმოების პროცესში გამოყენებული ორმაგი გალვანიზებული ფოლადის/ალუმინის ბრონი უზრუნველყოფს კაბელის მედეგობას მაღალი მექანიკური დატვირთვის წერტილებში, როგორებიცაა: მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბები, მაგისტრალები, სადინრები და სხვ.

გარდა ამისა, აღნიშნული ტიპის კაბელი აქტიურად გვხვდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში: აეროპორტები, რკინიგზა და საავტომობილო გზები, სადაც კაბელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო განაწილებას.

აღსანიშნავია, რომ NAYBY კაბელი ალუმინის დენგამტარითაა დამზადებული, ხოლო NYBY კაბელი წარმოადგენს მის ანალოგს, რომლის შემთხვევაშიც დენგამტარი ძარღვი სპილენძისაა.

„გვეამაყება, რომ „საქკაბელი“ პირველია ადგილობრივ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ბრონირებულ NAYBY კაბელს სთავაზობს. აღნიშნული კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებში. სპეციალიზებული მანქანა-დანადგარებით შექმნილი პროდუქტი შეიძლება განთავსდეს, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთ, საკაბელო არხებში, ბეტონში და მიწაში. კაბელის გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა - იქნება ეს ქვესადგურებიდან საცხოვრებელ, კომერციულ თუ სამრეწველო ზონებში ელექტროენერგიის განაწილება; განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადაცემა/შენახვა თუ სხვ. ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, ევროპული სტანდარტის პროდუქციით, საკაბელო ინდუსტრიის წინსვლასა და სიახლეების დანერგვას“, - საქკაბელის მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.

ინფორმაციისათვის: „საქკაბელი“ ქართულ ბაზარზე 1958 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

(R)

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა