ტერაბანკი რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

ტერაბანკმა სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების განვითარებისა და გაფართოების ახალი შესაძლებლობები გააცნო. საინფორმაციო შეხვედრები 10, 12 და 13 ივნისს ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართა და მათ 200-მდე სტუმარი დაესწრო.

შეხვედრების მიმდინარეობისას მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამების, ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის შესაბამისი პროდუქტების შესახებ. ღონისძიებებს ტერაბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტერა ლიზინგის სპიკერები უძღვებოდნენ. მათ სტუმრებს დაწვრილებით გააცნეს გირაოს საგარანტიო სქემის, Start up სესხებისა და უგირავნო ბიზნეს სესხების პირობები, ექსპორტის მხარდამჭერი და საკონსულტაციო ცენტრების სერვისები, ტერა ლიზინგისა და სახელმწიფო პროგრამების შეთავაზებები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან დიდ დაინტერესებას იწვევს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ამგვარ ღონისძიებებს, დეტალურ და სიღრმისეულ ინფორმირებას, მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბიზნეს საქმიანობების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, საინფორმაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით რეგულარულად ტარდება. ღონისძიებების ძირითადი საკითხები სწორედ დაფინანსების არსებული შესაძლებლობები, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები, მათი სპეციფიკა, შეთავაზებები და სხვა აქტუალური თემებია. ტერაბანკი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მდგრადი პრიორიტეტია, ინიციატივის განხორციელებას სამომავლოდაც განაგრძობს.

(R)

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა