„სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „ლელოს“ ლიდერები ლიეტუვის პარლამენტში იმყოფებოდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი მეტი თავისუფლების“, „დროას“ „ლელოს“ ლიდერები ლიეტუვის პარლამენტში იმყოფებოდნენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, მათ სხდომის მიმდინარეობის მომენტში პარლამენტარები ტაშით შეეგებნენ.

„ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა ასევე ევროპული კომიტეტის წევრებთანაც გამართეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ და „ალდეს” შეკრებასაც დაესწრებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მართლაც იშვიათი შემთხვევაა, პარლამენტში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ასე ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩვენი ლიეტუველი მეგობრების ძალიან მაღალი დონის დახვედრა პარლამენტში და რაზე იყო საუბარი? საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ლიეტუვა ყოველთვის იყო ჩვენი ელჩი ევროინტეგრაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და დღეს დიდი მწუხარებაა იმის გამო, რაც დამართა ქვეყანას ივანიშვილმა და მისმა ოცნებამ.

26 ოქტომბერს აბსოლუტურად ყველა უყურებს, დიდი გამარჯვება, დიდი წინსვლა, სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირისკენ, თუ ჭაობი და უფრო მეტი პრობლემები საქართველოს, ეს არჩევანი უკვე ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ და აქედან, ლიეტუვიდან სრული მხარდაჭერა ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, იმ მშვიდობიან, იმ განგრძობად, იმ სულისშემძვრელ დიდ პროტესტს, რომელიც იყო საქართველოში.

ერთი მხრივ სანქციების პრობლემა ივანიშვილსა და მის გარემოცვას და მეორე მხრივ, გზა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ.

წინ დიდი გამარჯვებისკენ!”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა