ლევან დავითაშვილმა ჰიდროგრაფიის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღეა. საქართველო, როგორც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის წევრი, ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს.

პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

მათივე ცნობით, თავის მილოცვაში ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რომელიც დარგმა განსაკუთრებით ბოლო წლებში აჩვენა.

„განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა დარგის განვითარების მიმართულებით: დაინერგა თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიები, უზრუნველყოფილ იქნა პროფესიული კადრების გადამზადება საერთაშორისო სასწავლო ცენტრებში, რამაც ახალი სტიმული მისცა საქართველოში ჰიდროგრაფიული საქმიანობის ზრდა/განვითარებას. შედეგად, საქართველოს ისტორიაში პირველად დაიწყო საქართველოს საზღვაო სივრცის რუკების ბეჭდვა საერთაშორისო ნუმერაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საზღვაო შუქურებს და ა.შ. შედეგად, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ჰიდროგრაფიული საქმიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება უკვე მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს თქვენს პროფესიულ დღეს! საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის თქვენი საქმიანობა მეტად მნიშვნელოვანია! გისურვებთ შემდგომ წარმატებებს!“, - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა