დიმიტრი პესკოვი - ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ვლადიმერ პუტინის ვიზიტებზე დასავლეთის რეაქცია გაუგებარია - მოსკოვი არასდროს არავისთან თანამშრომლობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ

კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ვიეტნამში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტებზე დასავლეთის რეაქცია პროგნოზირებადი იყო,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს იმიტომ, რომ რუსეთის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა, თუნდაც ის კონცენტრირებული იყოს ჩვენი ქვეყნის უშუალოდ მიმდებარე რეგიონებში, უკიდურესად მტრულად აღიქმება“, - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, დასავლეთის ასეთი რეაქცია სრულ გაუგებრობას იწვევს, რადგან, მისი მტკიცებით, მოსკოვი არასდროს არავისთან თანამშრომლობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და რომ ყველა კონტაქტი მიზნად ისახავს მხოლოდ იმ ქვეყნების ხალხების კეთილდღეობის გაზრდას, რომლებიც ამ ურთიერთობაში მონაწილეობენ.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ შეერთებული შტატები ზეწოლას მოახდენს ჩვენს ყველა პარტნიორზე, მაგრამ თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ კონფრონტაციას მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, ის ორმხრივად მომგებიანია და, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს ჩვენი პარტნიორების ინტერესებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 18-20 ივნისს ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლებების წარმომადგენლებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა