ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა

ქუთაისში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალ შენობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

მათი ცნობით, ახალ ოფისში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების 129 თანამშრომელი განთავსდება. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოიცავს.

მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სამინისტროს სისტემაში, რომლის მთავარი ამოცანაა ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენცია და კონტროლი. შესაბამისად, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ ეს სამსახური მაქსიმალურად გავაძლიეროთ, თანამშრომლები უზრუნველყოფილი იყვნენ ყველ საჭირო აღჭურვილობით, ტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, იმისთვის, რომ სათანადოდ განახორციელონ მათზე დაკისრებული ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ. ამის მაგალითია ქუთაისში გახსნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისი. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა რეგიონში ასეთი ტიპის ოფისები უნდა გვქონდეს და ამას ძალიან მალე დავასრულებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ახალ შენობაში, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს