ფინანსთა სამინისტრო - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings"-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა განსაზღვრა როგორც სტაბილური

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ "BB" დონეზეა შენარჩუნებული, პერსპექტივა კი სტაბილურ დონეზე დაფიქსირდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, Fitch ანგარიშში აღნიშნავს საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2024 წელს მოსალოდნელია 5.8%, ხოლო 2025-2026 წლებში - საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

„სააგენტო პოზიტიურად აფასებს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეფექტიან ფისკალურ პოლიტიკას, ასევე ხაზს უსვამს სტაბილურ საბანკო სექტორს. აღნიშნულია მიმდინარე პერიოდში არსებული დაბალი ინფლაცია და მთავრობის ვალის ზომიერი დონე, რაც მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

არსებული „BB" რეიტინგი ასახავს შემდეგ ფაქტორებს:

მთავრობის ვალის ზომიერი დონე - საქართველოს მთავრობის ვალი (39.1%) „BB" რეიტინგის მქონე ქვეყნების მედიანურ (54%) მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. შიდა ვალის წილი მთავრობის სტრატეგიის შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ვალთან მიმართებით ეტაპობრივად იზრდება.

სანდო ფისკალური პოლიტიკა - Fitch აღნიშნავს საქართველოს ბიუჯეტის მაჩვენებლების მოსალოდნელთან შედარებით გადაჭარბებით შესრულებას, რის შედეგადაც, ბიუჯეტის დეფიციტი 2023-2024 წლის 2.5%-დან, 2025 წელს 2.1%-მდე შემცირდება. ეს მაჩვენებელი 3%-იან ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალია.

მაღალი ეკონომიკური ზრდა - ქვეყანაში გაიზარდა შექმნილი დამატებული ღირებულება და პოტენციური ზრდის ტემპები, განსაკუთრებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) სამშენებლო და ტურიზმის სექტორებში, მათ შორის, მიგრაციული პროცესების შედეგადაც. მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 5% იქნება, რაც ძირითადად, ადგილობრივი მოხმარებითა და ინვესტიციებით იქნება განპირობებული.

რისკების კუთხით ანგარიშში მითითებულია ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური გარემო და გეოპოლიტიკური ვითარება, რაც აისახა ქვეყნის პერსპექტივის პოზიტიურიდან სტაბილურით განსაზღვრაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა