დავით გეწაძემ სლოვენიაში ტრანსპორტის და საგზაო სფეროს სპეციალისტების პროფესიულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 და 19 ივნისს, სლოვენიაში, ქალაქ პორტოროზში სლოვენიის ტრანსპორტის ინჟინრების ასოციაციის (DIPS), მსოფლიო საგზაო ასოციაციისა (PIARC) და ტრანსპორტის გაერთიანების (TCT) ორგანიზებით, სატრანსპორტო და საგზაო სფეროს სპეციალისტების პროფესიული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაზე, საქართველო მოწვეული იყო ტრანსპორტის გაერთიანების (TCT) ეგიდით.

„ქართული მხარის სპიკერი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით გეწაძე იყო, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში, საგზაო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

სამუშაო შეხვედრები ჩატარდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) განვითარება, სატრანსპორტო დერეფნებში საგზაო მოძრაობის გაზრდილი ნაკადები, გამტარობის გაზრდა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები (ITS), დარგში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები, კლიმატის ცვლილება და ამინდზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება, სხვადასხვა ქვეყნების მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სხვა.

შეხვედრის მიზანი იყო სლოვენიის, ევროკავშირის ქვეყნებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა