ირაკლი ფავლენიშვილი - სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო, განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის, ფინანსური დახმარების გადახედვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის გარემოცვას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მოქალაქეების კეთილდღეობას.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ოქტომბრის არჩევნებისთვის კონსოლიდაცია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასტუმრება.

„სამწუხაროდ, ამ უმაღლეს პოლიტიკურ შეხვედრაზეც განიხილება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო, განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის, ფინანსური დახმარების გადახედვა. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს საბოლოოდ უნდა აისახოს საქართველოს თითოეული მოქალაქის ბედზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ კონსოლიდირება ოქტომბრის არჩევნებისთვის და გავისტუმროთ ის ბანდა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა