ჯემალ გამახარიას განცხადებით, შესაძლოა, რუსმა გიდებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგალურად მუშაობა შეძლონ, რაც ადგილობრივების პროტესტის მიზეზი ხდება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, შესაძლოა, რუსმა გიდებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგალურად მუშაობა შეძლონ, რაც ადგილობრივების პროტესტის მიზეზი ხდება.

მისივე თქმით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა და რუსეთის ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს. კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსი გიდების ლეგალური საქმიანობის არავითარი შეთანხმება არ არსებობს, ხოლო რუსეთის მხარე ამბობს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და „არავითარი დაბრკოლება რუსს გიდებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შეექმნებათ“.

„დღეს ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც აფხაზეთში {სოციალურ ქსელებში, მედიაში} განიხილება, ეს გახლავთ, რუსი გიდების, ექსკურსია-მძღოლების აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვების და საქმიანობის პრობლემა. ეს არ არის ახალი თემა, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ თემამ ძალიან მწვავე ხასიათი მიიღო. რუსეთი, რომელიც აფხაზეთს თავის ტერიტორიად განიხილავს, მას სურს, რომ რუს ტურისტებს რუსი გიდები მოემსახურონ და არა აფხაზები, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ატყუებენ, ძარცვავენ და მთელი რიგი პრობლემებია. სწორედ ამიტომ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია რუს ტურისტებს თან ახლდნენ რუსი გიდები. რასაც აფხაზი გიდები ტურისტებს უყვებიან, სრულიად განსხვავებულ რამეს უყვებიან რუსი გიდები. ისინი ოფიციალურად ჯერ დაშვებულები არ არიან, მაგრამ ფაქტობრივად, რუსი გიდები დიდი ხანია აფხაზეთში რუს ტურისტებს ემსახურებიან. ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დააყენა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წინაშე, რომ ოფიციალურად დაკანონებულიყო.

აფხაზი გიდების ერთადერთი შემოსავალი არის ტურიზმი. თუ ეს წაართვეს, ათასობით ადამიანს ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. როდესაც რუსი გიდების საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია აფხაზეთში ცნობილი გახდა, აფხაზმა გიდებმა რაღაც შტაბი შექმნეს საკუთარი უფლებების დასაცავად და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას და ასევე, რუსეთის მთავრობასაც კითხვებით მიმართეს. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ დელეგაცია მიიღო და განუცხადა, რომ ეს არის სიცრუე, ტყუილი, არავითარი რუსი გიდები აფხაზეთში არ არიან და არც იქნებიან, არავითარი ხელშეკრულება, შეთანხმება არ არსებობს, ამიტომ მშვიდად იყავით. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ კი აფხაზ გიდებს წერილობით უპასუხა, სადაც საუბარია, რომ აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს შეხვედრა 2024 წლის მაისში და მოილაპარაკეს, რომ ყველანაირი დაბრკოლება რუს გიდებს მოეხსნებათ და მათ შეეძლებათ, იქ თავისუფლად იმოქმედონ. აფხაზმა გიდებმა საპირისპირო პასუხები აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობიდან და რუსეთის მთავრობიდან მიიღეს“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში