გორში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, გორში მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა - გარბენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიურმა ჩემპიონ-პრიზიორებმა, სეოკ-ის, ბაკურიანი-2025- ის და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა და მაცხოვრებლებმა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა.

„მასობრივ ოლიმპიურ გარბენში ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან გადაეცათ შესაბამისი პრიზები, ასევე გარბენის ყველა მონაწილემ მიიღო სპეციალური მაისური და მონაწილეობის სერტიფიკატი.

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების(გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) სახელით ქალთა და კაცთა შორის გამარჯვებულ პირველ სამეულს გადაეცა ფულადი ჯილდოები.

ღონისძიებაზე დაბადების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოლიმპიური ჩემპიონი, ვახტანგ ბლაგიძე დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური დიპლომით და ფულადი პრემიით. ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანია რეგიონში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, სპორტის მასობრიობისთვის ხელის შეწყობა და მოსახლეობის აქტიური ჩართვა სპორტულ ღონისძიებებში.

თამაშებში უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლეულს, „შიდა ქართლის სპორტულ თამაშების“ პროგრამაშია შეჯიბრებები მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციულად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.

ღონისძიების ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტები, სეოკ-ის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაცია, სეოკ-ის გენერალური სპონსორი „საქართველოს ბანკი“.

პარტნიორი ორგანიზაციები: კომპანია ,, ავერსი“ და ,,თელიანი ველი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის