ჯიმ ო’ბრაიენი - საქართველომ განაცხადა, რომ ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს, შემდეგ კი თქვა, რომ გვინდა, მოედანზე 15 მოთამაშე გვყავდეს, არა! თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა, ეს არის კლუბის წესები

ქართველ ოფიციალურ პირებთან დისკუსიებს გავაგრძელებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ კლუბში გაწევრიანება საკუთარი სუვერენული უფლებით გადაწყვიტა და პარტნიორები უბრალოდ ნათლად ხსნიან, რას ნიშნავს ეს და აღნიშნა: "თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა, ეს არის კლუბის წესები".

„სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. რადგან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში ვართ, საქართველომ განაცხადა, რომ მას ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს და შემდეგ მან თქვა, რომ, სხვათა შორის, ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე, ჩვენს მხარეს 15 მოთამაშე გვყავდეს. არა! თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა და და აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ. ეს არის კლუბის წესები. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ. საქართველომ თავისი სუვერენული უფლებით კლუბში გაწევრიანება გადაწყვიტა და ჩვენ უბრალოდ ნათლად ვხსნით იმას, თუ რას ნიშნავს ეს. ასე რომ, ჩვენ ქართველ ოფიციალურ პირებთან ამ დისკუსიებს გავაგრძელებთ, მათთან კომუნიკაციაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია, რამდენიმე ევროპელი ლიდერი ძალიან აქტიურია და ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა