ანა ნაცვლიშვილი - გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ ცვლილებაში - გასაღები ჯერ კიდევ არის ხალხის ხელში

თუ არ იქნება ცვლილება, საქართველოს წინაშე ევროპის კარი დაიკეტება და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება, რისთვისაც თაობები მედგრად დგან და იბრძვიან - ეს ამოცანა იქნება ჩაჩეხილი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომლითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში გაკეთებული განცხადება შეაფასა.

როგორც ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ცვლილების გასაღები არის ხალხის ხელში და ეს გასაღები უნდა ამოქმედდეს 26 ოქტომბერს არჩევნების გზით.

„ბორელის დღევანდელი განცხადება არ არის მისი პერსონალური მოსაზრება. ეს არის ევროკავშირის პოზიცია. ბორელი ახმოვანებს ინსტიტუციის პოზიციას და ინსტიტუციის პოზიცია არის მკაფიო: თუ არ იქნება ცვლილება, საქართველოს წინაშე დაიკეტება ევროპის კარი და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება, რისთვისაც თაობები მედგრად დგანან და იბრძვიან - ეს ამოცანა იქნება ჩაჩეხილი. ამის დაშვება არ შეიძლება, ამიტომ გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ ცვლილებაში. სხვანაირად ქვეყნის ევროპული კურსი ვერ გადარჩება. ამ მოცემულობაში ცვლილების გასაღები, ჯერ კიდევ არის ხალხის ხელში და ეს გასაღები უნდა ამოქმედდეს 26 ოქტომბერს არჩევნების გზით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები ადასტურებენ იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი პრობლემა არის დღევანდელი ხელისუფლება.

„ეს არის ის მძიმე რისკები, რომლის წინაშეც „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა საქართველოს სახელმწიფო, სუვერენიტეტი, თავდაცვისუნარიანობა და საქართველოს მოქალაქეების ისტორიული მონაპოვარი, რომ ყოველგვარი ვიზის და დამატებითი შეზღუდვების გარეშე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ევროკავშირში გადაადგილებაზე.

ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი ადასტურებს მეგობრობას ქართველი ხალხის მიმართ და მკაფიოდ ამბობს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი პრობლემა არის დღევანდელი ხელისუფლება“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილმა ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პროცესებზეც, კითხვაზე, დაესწრება თუ არა „ლელო“ 28 ივნისს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოხსენებას, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე, პარტიისთვის პრიორიტეტი არა ირაკლი კობახიძისთვის კითხვების დასმაა, არამედ მოქალაქეებთან საუბარია.

„კითხვები კობახიძესთან და ივანიშვილის რუს ხელისუფლებასთან დიდი ხანია არ მაქვს. კობახიძეს პასუხები რომ ჰქონდეს, ის პარლამენტში მოსვლამდე გასცემდა პასუხს.

მოცემულ მომენტში, არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ჩემთვის პრიორიტეტია კობახიძეს კი არ დავუსვა კითხვები, არამედ ვესაუბრო მოქალაქეებს. ახლა ჩემთვის პრიორიტეტულია მოქალაქეები და მათთან საუბარი და ის, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის