პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ავსტრალიის მოქალაქეს დაუკავშირდნენ და წარსულში დაკარგული საინვესტიციო თანხის დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების სანაცვლოდ, 53 444 ევრო ბრალდებულის მიერ საქართველოში დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. „შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულმა საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული, ავსტრალიიდან ჩარიცხული უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დიდი ოდენობით თანხები, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაწევრებით გადარიცხა ლიბანში, მისივე კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რა გზითაც 131 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას გულისხმობს. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა