ირაკლი ფავლენიშვილი - ბორელისა და დასავლელი პარტნიორების განცხადებაში იკვეთება, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის დარჩენა ხელისუფლებაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის ყველა დასავლური კარის დაკეტვას

ბატონი ბორელის და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებაში იკვეთება ერთი ნათელი მესიჯი, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის დარჩენა ხელისუფლებაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ყველა დასავლური კარის დაკეტვას, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება.

ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, თუ არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს.

„ბატონი ბორელის და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებაში ერთი ნათელი მესიჯი იკვეთება, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ხელისუფლებაში დარჩენა ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის ყველა დასავლური კარის დაკეტვას არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის და კონკრეტული საჯარო მოხელეებისთვის, არამედ მთლიანად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ჩვენ არა მხოლოდ მომავლის ევროპული პერსპექტივა დაგვეკარგება, არამედ რაც აწმყოში გვაქვს და რაც წარსულში მიგვიღია, რა სარგებელიც გვქონია და რა დასავლური სიკეთითაც გვისარგებლია, მათ შორის ვიზალიბერალიზაციით, თავისუფალი ვაჭრობით, ყველა ეს სიკეთე წაგვერთმევა ივანიშვილისა და მისი რუსული ბანდის წყალობით“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. ბორელის თქმით, ევროკავშირი სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს ზომებს - შეამცირებს საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა