ალუდა ღუდუშაური ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციაზე - დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე

დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე - მათ რეალურად აქვთ შიში იმისა, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა შეაფასა.

მისივე თქმით, რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა".

როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, ოქტომბრის არჩევნებზე ისე იოლი იქნება არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან, როგორც არასდროს.

"ესენი არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა". არანაირი 6, 17, 4 და 5 პარტია არ არსებობს. იქ არსებობს ერთი "ნაციონალური მოძრაობა", დანარჩენი არიან თითო კაციანი პარტიები, რომლებსაც უბრალოდ სახელი აქვთ და მათ რეალურად აქვთ შიში იმისა, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. გესმით, როგორი უთავმოყვარეო ძალა უნდა იყო, რომ საკუთარ პოლიტიკურ იდენტობაზე უარი თქვა და მიეკედლო მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობას". დე იურე, ანუ, მასთან გაერთიანდე. თქვენ ხედავთ სხვადასხვა სუბიექტების კომენტარებს, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობა" არც ისე ცუდი ყოფილა. მანამდე როგორ ლანძღავდნენ, დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, რომ იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე, პოლიტიკური მომავლისთვის რაიმეს გაკეთების სურვილი. ეს არის ფაქტები და მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაადვილდება. დღეს ისე იოლი იქნება არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან, როგორც არასდროს," - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია „ახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი"

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო