გიორგი ვაშაძე ერთიანობის დეკლარაციაზე - უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა - ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა - დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს.

მისივე თქმით, მთავარი სამიზნე იქნება „საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება“.

„უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა ერთობლივად. პირველი: ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არცერთი ხმა 5%-ს ქვემოთ არ დაიკარგოს. მეორე: 8 ივლისამდე საბოლოო კონფიგურაციებზე ჩამოვყალიბდებით ოპოზიციურ ფლანგზე. მესამე: ყველაფერს გავაკეთებთ ხმის დაცვისთვის, ემიგრანტების მონაწილეობისთვის. აქ ორგანიზებულად ვიმუშავებთ. მეოთხე: ერთმანეთს თავს არ დავესხმებით, მთავარი სამიზნე იქნება საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება. მეხუთე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

აქ, ჩვენს გვერდით არიან ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ამ დისკუსიებში იღებდნენ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ“,-აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.

„დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია „ახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი“. დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა