ომბუდსმენი - 2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ კი არ არსებობს - პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება

2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ ეს დებატები არ არსებობს - პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარლამენტში დაწესებულ მედიარეგულაციებს ეხება.

მისივე თქმით, საზოგადოება სრულფასოვნად უნდა იყოს ინფორმირებული.

„საქართველოში, სამწუხაროდ, იმდენად პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დადიან კონკრეტული ეთერში, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მიდიან კონკრეტულ ეთერში. არ ხდება ამ სივრცის შევსება განსხვავებული მოსაზრებებით. 2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ ეს დებატები არ არსებობს. იმისთვის, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული, პარლამენტის წევრებმა კითხვებს უნდა გასცენ პასუხი ყველა შემთხვევაში, მათი მანდატი პირდაპირ დემოკრატიის წესით მათ არჩევას გულისხმობს. არ არსებობს უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო, პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება“,- აღნიშნა იოსელიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა