ხატია დეკანოიძე - კონფიგურაციები უნდა მორჩეს, ოპოზიციის სტრატეგია მალე უნდა ჩამოყალიბდეს -  ყველა პარტიას უნდა ესმოდეს პასუხისმგებლობა, რომ ოპოზიციის გაფანტული ხმები, რომლებიც ბარიერს მიღმა დარჩება, „ქართული ოცნების“ მხარეს წავა

კონფიგურაციები უნდა მორჩეს. უამრავი ადამიანი კითხულობს, თუ როგორი იქნება ოპოზიციის სტრატეგია, საარჩევნო გეოგრაფია, ეს მალე უნდა ჩამოყალიბდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფის - „ევროოპტიმისტები“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ ერთობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა, ”ერთიანობის ქარტიას“ ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ ის პარტიული დეკლარაციაა, ამიტომ პოლიტიკურ ჯგუფს ამაზე არ უმსჯელია.

„ძალიან მალე უნდა იყოს ცნობილი კონფიგურაცია. ვფიქრობ, რომ 8 ივლისი არის უკიდურესი ვადა, რადგან 17 ივლისს წყდება რეგისტრაცია. კონფიგურაციები უნდა მორჩეს. უამრავი ადამიანი კითხულობს, თუ როგორი იქნება ოპოზიციის სტრატეგია, საარჩევნო გეოგრაფია, ეს მალე უნდა ჩამოყალიბდეს. ყველა პარტიას უნდა ესმოდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ ოპოზიციის გაფანტული ხმები, რომლებიც ბარიერს მიღმა დარჩება, წავა „ქართული ოცნების“ მხარეს“,- განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერის პრობლემა არ აქვს.

„მე არ მაქვს შეერთების პრობლემა, ვიცი რომ პარტიული დეკლარაციაა და პარტიებმა მოაწერეს ხელი. ჩვენ ვართ პოლიტიკური ჯგუფი და არც გვიმსჯელია ამ საკითხზე. მე პრინციპულად ვეთანხმები ყველა ფაქტორს, რომელიც ამ დეკლარაციაშია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, დამოუკიდებელი დეპუტატები საარჩევნოდ სად მოიაზრებიან და შექმნიან თუ არა პარტიას, დეკანოიძე პასუხობს, რომ ახალი პარტია არ შეიქმნება, იქნება პოლიტიკოსების გადანაწილება სხვა პარტიებში.

მისივე მოსაზრებით, უკვე ერთიან სიაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომ იქნება რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი.

„ამ ბრძოლაში ყველას ჩვენი ფუნქცია და დატვირთვა გვაქვს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ბრძოლაში ყველა არის მნიშვნელოვანი. იდეოლოგიის მიხედვით, ალბათ იქნება პოლიტიკოსების გადანაწილება. რაც შემეხება მე, აუცილებლად იქნება ცნობილი ეს გადაწყვეტილება.

ვფიქრობ, რომ უნდა იყოს პარტიების გადაჯგუფება. მე ვარ გამსხვილების მომხრე. დიდ ერთიან სიაზე საუბარი უკვე ზედმეტია იმიტომ, რომ არსებობს სხვადასხვა პარტიების განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ გაერთიანება დასრულებული თემაა. სავარაუდოდ, იქნება რამდენიმე ცენტრი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა