6 ივლისი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა

მხოლოდ 6 ივლისს, მხოლოდ ერთი დღით, ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“ ნაძალადევში ბინის შეძენის მსურველებს დიდ ფასდაკლებას სთავაზობს ახალ საცხოვრებელ კომპლექსში „არქი“ კიკვიძის ბაღთან C“.

საოცნებო სახლის შეძენის მსურველებისთვის ეს დღე არის შანსი, ბინის მესაკუთრეები გახდნენ ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება. ფასდაკლებასთან ერთად მომხმარებელს ელოდება გადახდის საუკეთესო პირობები: არანაირი პირველადი შენატანი, 12 წლამდე განვადება შემოსავლების დადასტურების გარეშე და მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკი. დიდი ფასდაკლებით ბინის შეძენა შესაძლებელი იქნება 6 ივლისს, 12:00 საათიდან, არქის ფილარმონიის ოფისში.

წლების განმავლობაში დიდი ფასდაკლების დღეზე არქის დიდ ოჯახს ათასობით არქელი შემოუერთდა. მათ შორის რეკორდული იყო ამავე კომპლექსის, არქი კიკვიძის ბაღთან B ბლოკის ფასდაკლების დღე, რომელზეც ერთ დღეში 151 ბინა გაიყიდა და არქელების დიდ ოჯახს 600-ზე მეტი არქელი შემოუერთდა.

გასული 5 დიდი ფასდაკლების დღის სტატისტიკის მიხედვით, წინასწარი გაყიდვებიდან მშენებლობის დასრულებამდე ბინის ღირებულება საშუალოდ 78%-ით იზრდება. საინვესტიციო სარგებლის გარდა, კომპანია არქელებს არქი რენთს და არქი რისეილს სთავაზობს, რომელიც ბინის გაქირავებისა და გაყიდვის სერვისს გულისხმობს.

6 ივლისის დიდი ფასდაკლების დღე მოქმედებს ახალ C ბლოკზე საცხოვრებელ კომპლექსში არქი კიკვიძის ბაღთან, რომელიც ნაძალადევის რაიონში საუკეთესო ადგილას, კიკვიძის 4 ნომერში მდებარეობს. არქი კიკვიძედან მეტროსადგური „გოცირიძე“ 150 მეტრში, 5 წუთის სავალზე კი მეტროსადგური „დიდუბე“ მდებარეობს, თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული სივრცე, კიკვიძის ბაღი კი 2 წუთის ფეხით სავალზეა.

კომპლექსი გამოირჩევა 15 000 კვ.მ. გამწვანებული ეზოთი, სადაც დასასვენებელი სივრცეები, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. არქი კიკვიძის ბაღთან ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მაცხოვრებლების კომფორტს. სპეციალური ფასით სარგებლობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რისთვისაც საჭიროა დაუკავშირდნენ დეველოპერულ კომპანია არქის.

დეველოპერული კომპანია არქის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა. არქი არქელებისთვის მუდმივად აწყობს სხვადასხვა მასშტაბურ ღონისძიებებსა და გასართობ აქტივობებს, რათა დიდი ოჯახის თითოეულმა წევრმა თავი ბედნიერად იგრძნოს, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და ღირბული ურთიერთობები ჩამოუყალიბდეთ.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა