შვეიცარიაში აფხაზი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღება გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის ინიციირებული პროექტის ფარგლებში, ფილმის -„ცნობილი აფხაზების უცნობი ამბები“ გადაღება მიმდინარეობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი აფხაზების შესახებ ფილმის გადაღება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი პრეზენტაცია წლის ბოლოს იგეგმება.

„ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები პრილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პრილის სასაფლაოზე პატივი მიაგეს გასული საუკუნის აფხაზური ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლის ზურაბ ჩხოტუას ხსოვნას. იქვე დაკრძალულია ცნობილი დიპლომატის ნიკი (ნიკოლოზ) ჩხოტუას ბიცოლა, ჩხოტუების საგვარეულოს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის ჯოტო ემუხვარის მეუღლე - ვერონიკა ჰარისი-ემუხვარი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ემიგრაციის მხარდაჭერაში.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს ემიგრაციაში წასული აფხაზური წარმოშობის ცნობილი მოღვაწეების საარქივო მასალების მოძიებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს