ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალავერდში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ

ძლიერი ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი, - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად მონასტრის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო.

„ალავერდის მონასტერი კულტურული მემკვიდრეობის დაცული ძეგლია. შესაბამისად, საჭიროა ღრმა შესწავლა, რათა სწორად მოხდეს თანმიმდევრული პროცესების დაგეგმვა. პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი უწყება. ზარალის შესწავლა მოხდება სპეციალისტების მიერ და ამის შემდეგ, გახდება ცნობილი, რა ტიპის სამუშაო პროცესი უნდა წარიმართოს“, - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

გიორგი ალადაშვილის თქმით კი, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მყისიერად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობისგან და მრევლისგან დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფები“.

„გაიწმინდა მონასტრის ტერიტორია. სტიქიას საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღეს, ადგილზე გავეცანით ვითარებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა კოორდინირებულად განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები მონასტრის აღსადგენად“, - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა