27 ივნისს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ რიგით პირველი კონცერტი გაიმართება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით, 27 ივნისს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების " რიგით პირველი კონცერტი გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების " ორგანიზატორი, ლიზი რამიშვილი - ჩელო, გიორგი შავერზაშვილო კომპოზიტორი, კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ვალერიან შიუკაშვილი - ფორტეპიანო, დავით ალადაშვილი - ფორტეპიანო, ნინო უშიკიშვილი- ფორტეპიანო, გიგი პიანომენი - ფორტეპიანო, ირაკლი ევსტაფიშვილი - ფლეიტა, დიმიტრი ბოქოლიშვილი - კლარნეტი, ნინო ჟვანია - ფორტეპიანო, ნათია ბერაია - ფორტეპიანო , ნათია ქავთარაძე - ფორტეპიანო ლანა გულდედავა - ფორტეპიანო, სულხან გველესიანი-ბარიტონი .

„პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა პოპულარიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. წელს კონცერტები ჩატარდება თბილისსა და გორში. კონცერტების სერია მოიცავს ქართულ კლასიკურ რეპერტუარს, რომელიც გააერთიანებს როგორც ჩვენი დიდი ქართველი კომპოზიტორების შედევრებს, ასევე ახალ ქართულ ნაწარმოებებს, ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად, როგორებიც არიან: ო.თაქთაქიშვილი, ბ.კვერნაძე, გ.ყანჩელი, ა.მაჭავარიანი, მ.დავითაშვილი, ა.შავერზაშვილი, ნ.გაბუნია, ვ. აზარაშვილი და სხვები. კონცერტებზე შედგება ახალი ქართული ნაწარმოებების პრემიერა.

გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები გამორჩეული ქართველი შემსრულებლები. ამ მხრივ, ეს პროექტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს და თავს მოუყრის ქართველი მსმენელის წინაშე საქართველოში მცხოვრებ იმ ქართველ მუსიკოსებს, რომელთა მაღალი საშემსრულებლო დონე ყოველთვის ასახელებს ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ კულტურას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროექტი წელს მოიცავს სამ კონცერტს. ორი ჩატარდება თბილისში კონსერვატორიის მცირე დარბაზში 27 და 28 ივნისს, ხოლო მესამე კონცერტი - გორის მუსიკალურ სასწავლებელში. მომავალში ღონისძიება გაფართოვდება და ჩატარდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა