ზვიად შალამბერიძე - მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად არსებული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში უხვმა ნალექმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - ინფორმაციას იმერეთის სახემწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა, სრულად დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა, დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები.

ადგილზე იმყოფებიან: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

,,უჩვეულოდ დიდი ნალექი მოვიდა იმერეთში ბოლო ორი საათის განმავლობაში და პრობლემები შეიქმნა ხონსა და უფრო მეტად ქუთაისში. ადიდდა მდინარე ოღასკურა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ავტოქარხნისა და ბუხაიძის ქუჩის დიდი ნაწილი. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მერიის სპეც. სამსახურები და ყველა ლოკაციაზე, სადაც არის კრიტიკული მდგომარეობა, ვცდილობთ დავეხმაროთ მოსახლეობას და აღმოვფხვრათ პრობლემები.

ჩვენ დაწყებული გვაქვს ოღასკურის კალაპოტის გაფართოება-დაღრმავების სამუშაოები, მაგრამ რეალურად ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და შესაბამისად პრობლემებიც ამიტომ შეიქმნა. ოღასკურის კალაპოტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლება აღარ იარსებებს" , - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ქუთაისის მერიის ცნობით, ზარალის ლიკვიდაციის მიზნით ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ასევე საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში: 112 და ქუთაისის მერიის ცხელ ხაზზე: 595 250 309

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის