ესპანეთის მწვრთნელი - მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა - მოგვიწევს, მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ

მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის {საქართველოს ნაკრების} მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, - ამის შესახებ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

„მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ არა თამაშის იდეა. მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული აქვთ. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო", - აღნიშნა დელა ფეუენტემ.

აღნიშნულ კომენტარს sportall.ge ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა