არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში

თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ - სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.

მისი თქმით, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია დიდგულზე ტელეკამერების წინ არის, სინამდვილეში კი სხდომებს ვერ ესწრებიან.

"თუ რამის თავი აქვთ და მართლა შეუძლიათ პრემიერ-მინისტრთან დებატებში ჩართვა, მოვიდნენ პარლამენტში და აჩვენონ ხალხს, რა შეუძლიათ. ერთი, რა კითხვებს დასვამენ და რა პასუხებს გასცემენ დებატებში. მაგრამ, პოლიტიკური ანგარიში რასაც აჩვენებს, აქამდე, ბატონი ირაკლი კობახიძე ყოველთვის გამარჯვებული იყო ამ რადიკალებთან, საპარლამენტო დებატებში. ალბათ, მაგიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრონ სხდომებს. მაინც, სხდომის წინ, რამდენიმე საათით ადრე, ჩვენ მოვუწოდებთ, თუ რამის თავი გაქვთ, მართლა დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ. სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული," - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის მუშაობის ანგარიშით, პარლამენტის წინაშე, ხვალ წარდგება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს