დავით უსუფაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობების გაფუჭება ყველგან მოახერხა, ეს ცუდია - კარგი ისაა, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა, იმიტომ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის

„ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობების გაფუჭება ყველგან მოახერხა, ეს ცუდია. კარგი ისაა, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა იმიტომ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა, აშშ-ს სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, მმართველმა პარტიამ ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

„ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობების გაფუჭება ყველგან მოახერხა, ეს ცუდია. კარგი ისაა, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა, იმიტომ რომ ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის. ამის შემდეგ კი გაფუჭებული და დაპაუზებული ურთიერთობები სწრაფადვე აღდგება. ყველაფერს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და უნდა დავინახოთ, რომ აღარ დგას ის საკითხი თუ ვინ უმცირესობაში და ვინ უმრავლესობაში იქნება. მომავალ არჩევნებში შემდეგი საკითხი დგას - საქართველო გააგრძელებს დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყნად არსებობას და შეუერთდება ინსტიტუციურად, საერთაშორისო დონეზე ყველაზე სასურველ გაერთიანებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება იმ ტრაექტორიით, რომელსაც დღეს ადგას. ამიტომ, თუ ეს გვესმის უნდა გავიაზროთ და გადავთარგმნოთ ეს საარჩევნო აქტიურობაში.

სანქციები ქვეყანას მოკლევადიან პერსპექტივაში დააზარალებს. „ქართული ოცნება“ ქვეყნის დაზარალებას ახერხებს. არჩევნების შედეგები იქნება ის შემოტრიალების მომენტი, როდესაც ამ ჩამორჩენას დავძლევთ. ის, რაც პოლიტიკურ შეფასებებში ისმის, ეს ითარგმნება შემცირებულ ინვესტიციებში, შემცირებული ინვესტიციები - ნაკლებ სამუშაო ადგილებში. ვიზალიბერალიზაცია, რომელიც დიდი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის, თუ ეს შეიზღუდება ეს იქნება დარტყმა უამრავი ოჯახისთვის. ეს პრობლემები ქვეყანას და ქართველ ხალხს უკვე შეუქმნა მმართველმა პარტიამ, მაგრამ ეს მოკლევადიანია, არჩევნებამდე, არჩევნებში უნდა გავიმარჯოთ! - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა