მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი, გალა-კონცერტი გაიმართა

მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი, გალა-კონცერტი გაიმართა - პროექტის ოფიციალური სპონსორი იყო „არემჯი“,- ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურს-ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაციას ქართველ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.

„სხვა საქართველო სად არის“ უკვე მე-8 წელია იმართება. წლევანდელი კონკურსის შესარჩევი ეტაპები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ჟანრში წარმოდგენილი გუნდები და სოლო შემსრულებლები იღებდნენ. შემსრულებლებს ცნობილი ქართველი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა.

„ფესტივალი 2016 წლიდან ტარდება ქალაქ მარნეულში. თავიდან კონკურს-ფესტივალზე მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონი იყო წარმოდგენილი, დროთა განმავლობაში კი გავფართოვდით და მაგალითისთვის წელს, ფესტივალში 17 მუნიციპალიტეტი ჩაერთო.

იდეა წამოვიდა სურვილიდან, პოპულარიზაცია გაგვეწია ქართული სიმღერისთვის; აქ, რა თქმა უნდა, მოიაზრებიან ჩვენი მეგობრები ეთნიკური უმცირესობებიდან და პროექტიც ქვემო ქართლიდან დავიწყეთ, რადგან სწორედ აქ არის წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების უმეტესი ნაწილი.

ჩვენი ჟიურის წევრები არიან გამორჩეული კომპოზიტორები, მომღერლები, მუსიკოლოგები და ა.შ. იმედი გვაქვს ჩვენი ფესტივალი კიდევ დიდხანს იარსებებს და გააერთიანებს უკვე საქართველოს ყველა რეგიონს“, - განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგმა, მაია ჯამალაშვილმა.

„არემჯის“ ინფორმაციითვე, ინდივიდუალურ ნომინაციაში გამომსვლელებმა ქართული საესტრადო სიმღერები შეასრულეს, ხოლო ანსამბლების ნომინაციაში წარმოდგენილი იყო ფოლკლორი და ქართული საგუნდო ნაწარმოებები.

„არემჯის“ რჩეული გახდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ფოლკლორული ანსამბლი „იალნო“, რომელთაც კომპანიისგან სპეციალური საჩუქარი გადაეცათ. ფესტივალის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა გრან-პრის მფლობელი - სტუდია "არტისტის" ანსამბლი საჩხერიდან.

„პროექტს „სხვა საქართველო სად არის“ წელს შევუერთდით და ფესტივალის მთავარი სპონსორები ვართ. ძალიან სასიხარულოა, როცა ახალგაზრდები და მოზარდები ასე გულიანად მღერიან ქართულ რეპერტუარს, ხალხურ ნაწარმოებებს და ავითარებენ, ხელახლა ახალისებენ მათ. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და მსგავს ინიციატივებს, განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, ერთგულად ვუჭერთ მხარს.

მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებსა და ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში“,- განაცხადა „არემჯის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა ზურაბ დევდარიანმა.

„არემჯის“ ცნობით, კომპანია ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას, კულტურასა და ხელოვნებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მხარდაჭერისას უზრუნველყოფს მათ თანხვედრას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა