მარგუს ცაჰკნა - განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს

განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“შევხვდი საქართველოს ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს და ტალინში მის ახალ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვე.

გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ კავშირს იზიარებდნენ. შესაბამისად, განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს”, - წერს ცაჰკნა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს