სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს მეთიუ მორისს და კონგრესის თანამშრომლობის განყოფილების უფროსს მარიტე მორასს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების შესაძლებლობებზე და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აპარატის მიერ გაწეულ იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაშიც, სახალხო დამცველის აპარატს წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი უჭერდა მხარს.

„მხარეებმა, ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში და თვითმმართველობებში არსებული მდგომარეობა და სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისების მუშაობა განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრა 2024 წლის 27 ივნისს, სახალხო დამცველის სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის