ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რეგიონულ დონეზე შეხვედრების ორგანიზების მიზნით, გამოკითხვას ატარებს

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რეგიონულ დონეზე შეხვედრების ორგანიზების მიზნით, გამოკითხვას ატარებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამსახური (SARAS) შეხვედრების ციკლის ორგანიზებას იწყებს, რის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით, ღონისძიებებს გამართავს თემაზე - „ანგარიშგების წარდგენის პროცესი და ბუღალტრების/საბუღალტრო ფირმების რეესტრებში რეგისტრაცია“. „შეხვედრების მთავარი მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, მათთვის ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივება და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე წარდგენის დროს ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იქნება.

გამოკითხვაში ჩართულობა სამსახურს, საქართველოს მასშტაბით ღონისძიების ადგილმდებარეობების განსაზღვრაში დაეხმარება.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს