საქართველოს ეროვნული პლატფორმა - მივესალმებით ევროკავშირის მხრიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო მალე შეუერთდება მათ რიგებს

მივესალმებით ევროკავშირის მხრიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო მალე შეუერთდება მათ რიგებს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი ბარიერია.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროკავშირის მხრიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას მიესალმება. გულითადად ვულოცავთ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ ისტორიულ მიღწევასა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალ ეტაპზე გადასვლას.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო მალე შეუერთდება მათ რიგებს. ამისათვის, კი აუცილებელია პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტმა გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მთავარი ბარიერია ევროინტეგრაციის გზაზე და მთელი ძალისხმევა მიმართონ ევროკომისიის მიერ 9 ნაბიჯით განსაზღვრული რეფორმების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია